აზიზქენდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საკურორტო ადგილ აზიზქენდის მიდამოები

აზიზქენდი – (ინგლ. Azizqendi, რუს. Азизкенд), ბალნეოლოგიური საკურორტო ადგილი საქართველოში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქ. მარნეულიდან 12 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდებარეობს მდინარე ალგეთის (მდინარე მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 330 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი ვაკეა.

ჰავა – ველის. ზამთარი რბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0°C. ზაფხული თბილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 23,9°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 12°C. ნალექების წლიური რაოდენობა 500 მმ-ია.

აზიზქენდის მიდამოების მცენარეული საფარი წარმოადგენს უროიანი ველისა და ნახევარუდაბნოს მცენარეულობას. აქ გვხდება: როგორც საკუთრივ უროიანი, ისე უროიან-ვაციწვერიანი, ავშნიან-უროიანი და უროიან-ჯაგეკლიანი დაჯგუფებები.

აზიზქენდის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: მინერალური წყლები, რომლებიც მიიღება 3 გამოსავლიდან. ერთი გამოსავლის წყალი წარმოადგენს სუსტი მინერალიზაციის (M-2,5-4,1 გ/დმ3) სულფატურ-ნატრიუმიან-მაგნიუმიან-კალციუმიან მინერალურ წყალს; მეორე გამოსავლის წყალი არის სუსტი მინერალიზაციის (M-2,6-3,0 გ/დმ3) ჰიდროკარბონატულ-სულფატურ-კალციუმიან ნატრიუმიანი მინერალური წყალი, ხოლო მესამე გამოსავლის წყალი – სუსტი მინერალიზაციის (M-2,2-2,6გ/დმ3) სულფატურ-მაგნიუმიან-ნატრიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყალი.

აზიზქენდში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების სავარაუდო მეთოდებია მინერალური წყლების პერორალური მიღება (დალევა) და ამ წყლებით გამორეცხვები.

სავარაუდო ჩვენებები აზიზქენდში წასასვლელად: კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების, შარდსადენი გზებისა და ნივთიერებათა ცვლის დაავადებები.

ტურისტული ობიექტები:

აზიზქენდსა და მის მიდამოებში (სამონასტრო მართლმადიდებლური კომპლექსები ბინაძორისა და შაუმიანის (XII-XIII საუკუნეები), ახქერფის (ხუჯაბის) (XIII საუკუნე) და ხოჟორნის (შუა საუკუნეები); ქალაფის მართლმადიდებლური მონასტრის ეკლესია (XIII საუკუნე); წოფის მართლმადიდებლური ეკლესია (შუა საუკუნეები); გორულის (ოფრეთის) ნაქალაქარი (XVII საუკუნე) და სხვ.


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები