აზრების ბლოკირება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აზრების ბლოკირება ზოგჯერ აზრის ნაკადი შეიძლება უეცრად შეწყდეს. პაციენტი გრძნობს, რომ გონება უბნელდება, ხოლო დამკვირვებელი პაციენტის მეტყველებაში უეცარ წყვეტას აფიქსირებს. ამ ტიპის ფენომენის სუსტი გამოხატულება ჩვეულებრივი მოვლენაა, განსაკუთრებით დაღლილობის, შფოთვის ან დაბნეულობის დროს.

აზრების ბლოკირებისას მომხდარ წყვეტას უეცარი, თვალში საცემი და განმეორებადი ხასიათი აქვს. ის პაციენტის მიერ განიცდება, როგორც გონების უცაბედი და სრული დაცარიელება. აზროვნების ბლოკირება მნიშვნელოვანი სიმპტომია, რადგან ის შიზოფრენიაზე მიუთითებს. დიაგნოსტიკური კავშირი შიზოფრენიასთან უფრო მყარია მაშინ, როდესაც პაციენტი ამგვარ განცდებს უჩვეულო ახსნას უძებნის (მაგ., როდესაც ამბობს, რომ მისი აზრები მეორე ადამიანმა წაიღო).


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები