აზრებს შორის კავშირის შესუსტება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აზრებს შორის კავშირის შესუსტება აზროვნების ნორმალური სტრუქტურის დაკარგვის მაჩვენებელია. პაციენტის საუბარი აბნეულია, ალოგიკურია და დამატებითი კითხვების დასმით უფრო ნათელი არ ხდება. ინტერვიუერებმა, საკუთარი გამოცდილებიდან კარგად იციან, რომ, რაც უფრო მეტად ცდილობენ ისინი ნათელი გახადონ პაციენტის აზრები (ან რაც უფრო დიდხანს არ აწყვეტინებენ პაციენტს საუბარს), მით უფრო ნაკლებად ესმით მისი ნათქვამი.

აღწერილია ამ ტიპის აზროვნების დარღვევის რამდენიმე სფეციფიკური ნიშან-თვისება, მაგრამ მათი დადგენა საკმაოდ რთულია. კლინიცისტისთვის ყველაზე მეტად თვალში საცემი აზროვნების სიცხადის ნაკლებობაა. ამ ტიპის აზროვნების აღწერის საუკეთესო გზაა პაციენტის მეტყველების ჩაწერა და იმის დაფიქსირება, თუ რა შთაბეჭდილებას ახდენს ის ინტერვიუერზე. ამ შემთხვევაში (აზრებს შორის კავშირის შესუსტების დროს) პაციენტის არათანმიმდევრული, არამკაფიო მეტყველება განსხვავდება ისეთი ადამიანის აბნეული მეტყველებისაგან, რომელიც შფოთვას განიცდის ან რომელსაც დაბალი ინტელექტი აქვს. ადამიანები, რომლებიც შფოთვას განიცდიან, უფრო თანმიმდევრულად მეტყველებენ, თუკი მათ მშვიდ ატმოსფეროს შევუქმნით; ხოლო, დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანები კი თავიანთ აზრებს, ჩვეულებრივ, უფრო ნათლად გამოხატავენ, როდესაც ინტერვიუერი შეკითხვებს უმარტივებს და უფრო მეტ დროს აძლევს პასუხის გასაცემად.

აზრებს შორის კავშირის შესუსტების სამი მახასიათებელია აღწერილი. ისინი ყველაზე ხშირად შიზოფრენიის დროს გვხვდება. ამ მახასიათებლებს განეკუთვნება:


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები