იდეების ქარიშხალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა აზრთა ქარიშხალი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იდეების ქარიშხალი - (flight of ideas), აზროვნების დაღვევის ფორმა, შეინიშნება მანიისა და ჰიპომანიის დროს და ხშირად სუბიექტურად აღიქმება, როგორც აზრთა მოზღვავება. (ფსიქიატრიის ლექსიკონები)

აზრთა ქარიშხალის დროს აზრები და მეტყველება სწრაფად ინაცვლებს ერთი თემიდან მეორეზე. ერთი აზრი ბოლომდე არ არის დასრულებული, როდესაც პაციენტი მეორეზე გადადის. ჩვეულებრივ, აზრების ნორმალური, ლოგიკური თანმიმდევრობა შენარჩუნებულია, მაგრამ მათი ერთმანეთთან დაკავშირება შეიძლება გარემოდან შემოსულმა შემთხვევითმა სტიმულებმა გამოიწვიოს; ან კიდევ, პაციენტის მიერ წარმოთქმულმა სიტყვამ შეიძლება შეცვალოს აზრების თანმიმდევრობა. არალოგიკური ვერბალური კავშირები შეიძლება შემდეგი სახისა იყოს: ბგერითი ასოციაციები (მომდევნო სიტყვა ჟღერადობით ჰგავს პირველს), სიტყვების თამაში (მომდევნო სიტყვა წინა სიტყვის მეორადი მნიშვნელობიდან გამომდინარეობს) და გარითმვა. პრაქტიკაში ძნელია განვასხვაოთ აზრთა ქარიშხალი აზრებს შორის კავშირის შესუსტებისაგან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტი სწრაფად ლაპარაკობს. ასეთ დროს სასარგებლოა პაციენტის მეტყველების ჩაწერა. აზრთა ქარიშხალი მანიისთვის არის დამახასიათებელი.(ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)

სინონიმი

fuga idearum



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები