ათერინების გვარი
ათერინების გვარი – Aterina Linne 1758.
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ათერინისნაირნი
ოჯახი: ათერინისებრნი
გვარი:ათერინები
თევზების გვარი ათერინისებრთა ოჯახისა. სხეული გვერდებიდან ზომიერად შებრტყელებულია, მუცელი მომრგვალოა. პირი დიდია და თავის წინაა. ყბები თვალის წინა კიდეს აღწევენ ან მას სცილდებიან. ყბებშორისი ძვლები თავისუფლად გამოწევადია და მათი უკანა ნაწილი ვიწროა. ყბები თითქმის თანაბარია, ზედა ყბის გვერდები სწორია. ჯაგრისებური კბილები ყბების, სახნისის და სასის ძვლებზე, რამდენიმე მწკრივადაა განლაგებული. ქერცლი ციკლოიდურია. მკერდის ფარფლები მოკლეა. ზურგის პირველ ფარფლში 5-9 სხივია. ზურგის მეორე ფარფლი პირველისაგან დაშორებულია. მუცლის ფარფლები მკერდის ფარფლების ფუძესთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე ანალური ფარფლის ფუძესთან. ანალური ხვკრელი მუცლის ფარფლების დასაწყისთან უფროო ახლოა, ვიდრე ანალური ფარფლის დასაწყისთან. თავი ზემოდან და გვერდებიდან ქერცლითაა დაფარული. ლაყუჩთა ჩხირები. მრავალრიცხოვანია.
მრავალი სახეობა გვხვდება მომლაშო და მტკნარ წყლებში. საქართველოს ფარგლებში მოიპოვება ერთი სახეობა.