აივ-ასოცირებული აფექტური აშლილობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აივ-ასოცირებული აფექტური აშლილობა - (HIV-associated affective disorder), დეპრესია, განვითარებული აივ-ინფექციის მქონე პირებში. შეიძლება გამოწვეული იყოს ფსიქოსოციალური პრობლემებით, რომელიც უკავშირდება აივ-ინფექციასა და შიდსს, ან წარმოადგენს აივ-ინფექციის თავის ტვინზე ზემოქმედების შედეგს დეპრესია შეიძლება პროვოცირებული იყოს აივ-ინფექციით დეპრესიის მიმართ პრედისპოზიციის მქონე ინდივიდებში. აივ-ინფიცირებულებში ჰიპომანია და მანია გაცილებით უფრო იშვიათია, ვიდრე დეპრესია.