აივ-ასოცირებული მწვავე ფსიქოზური აშლილობა
აივ-ასოცირებული მწვავე ფსიქოზური აშლილობა - (HIV-associated acute psychotic disorder), შიდსის ან შიდსთან დაკავშირებული სიმპტომოკომპლექსის მქონე პირებში განვითარებული ჰალუცინაციები (სმენითი ან მხედველობითი) და ბოდვა (დევნის ან განდიდების), მაგრამ ერთმნიშვნელოვნად დადგენილი არ არის – აღნიშნული ფსიქოზური სიმპტომების ან სინდრომების ავადობისა და გავრცელების მაჩვენებლები აღემატება თუ არა ანალოგიურ მონაცემებს მთელ პოპულაციაში.
აივ-ასოცირებული ფსიქოზური აშლილობები შესაძლოა აღინიშნოს კოგნიტიური დარღვევების ფარგლებში, რომლებიც, თავის მხრივ, შეიძლება იყოს როგორც ოდნავ შესამჩნევი ან მოფლუქტუირე ფსიქოზური სიმპტომები, ასევე საწყისი ფსიქოპათოლოგიური გამოვლინება, რომელიც მოგვიანებით იცვლება დეზორიენტაციით, გაბრუებით, მეხსიერებისა და კონცენტრაციის დარღვევებით.
იხილეთ აგრეთვე
აივ-ასოცირებული ნეიროფსიქიატრიული დარღვევები