აირმომარაგება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აირმომარაგება – აირული საწვავის ორგანიზებული მიწოდება და განაწილება სახალხო მეურნეობის ობიექტებზე. ჭაბურღილიდან მოპოვებული აირი მიეწოდება სეპარატორს, რომელშიც აირი იწმინდება მყარი და თხევადი მექანიკური მინარევებისაგან. შემდეგ სამრეწველო მილსადენით ის მიეწოდება კოლექტორსა და საკომპრესორო სადგურს, სადაც წნევა დაიყვანება მაგისტრალური აირსადენისათვის საჭირო დონეზე. აირსადენი ბოლოვდება აირგამანაწილებელი სადგურით, რომელიც აირს აწვდის მომხმარებელს. სეზონური უთანაბრობის საკომპენსაციოდ აირმომარაგების სისტემას გააჩნია აირის მიწისქვეშა ხელოვნური ან ბუნებრივი საცავები.