აკიმოვი ვლადიმერ
ვლადიმერ აკიმოვი (ეკიმიანი) − (1856 − 1914), გენერალ-მაიორი (18.07.1912).
დაიბადა ტფილისში. ჯარში მსხურობდა 1876 წლიდან. დაამთავრა ნიკოლოზის კავალერიის სასწავლებელი 1878 წელს (I თანრიგით).მსახურობდა სევერსკის მე-17 დრაგუნთა პოლკში, კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის ადიუტანტად, ადიუტანტის თანაშემწედ.
1901 წლიდან მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარებში.
1910-1911 წლებში ჩაირიცხა საარმიო კავალერიის თადარიგში, შტატგარეშე მყოფად ტფილისის მაზრაში.
1911 წელს კვლავ დაბრუნდა სამხედრო სამსახურში და დაინიშნა მთავარი შტაბის უფროსის განკარგულებაში და საარმიო კავალერიაში ჩარიცხვით.
1912 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან მუნდირით და პენსიონით.
პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, 1914 წელს დაინიშნა დაღესტნის ოლქის სამხედრო გუბერნატორთან განსაკუთრებულ დავალებათა ჩინოვნიკად.
1916 წელს მსახურობდა პეტროგრადის სამკურნალო დაწესებულებათა ინსპექტორად.
დაჯილდოებული იყო რუსეთის ორდენებით.
წმ.სტანისლავის III წმ.სტანისლავის III (1887) და II ხარ.(1898)
წმ.ანას III წმ.ანას III (მახვილებით-1896) და II ხარ.(1906);
წმ.ვლადიმერის III წმ.ვლადიმერის III ხარ.(1916)