კუროსავა აკირა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა აკირა კუროსავა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აკირა კუროსავა

აკირა კუროსავა – (1910-1998) – დიდი იაპონელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდუსერი. ითვლება ერთერთ ყველაზე უფრო გავლენიან კინორეჟისორად კინოს ისტორიაში. თავისი 57-წლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობის განმავლობაში შექმნა 30 ფილმი.

აკირა კუროსავა სამართლიანად ითვლება იაპონური კინოს კლასიკოსად, რომლის შემოქმედებამაც უზარმაზარი გავლენა იქონია არა მარტო ეროვნულ, არამედ მსოფლიო კინემატოგრაფზეც. ამასთან, საზღვარგარეთ ის ყოველთვის მეტი პოპულარობით სარგებლობდა, ვიდრე თავის სამშობლოში.

აკირა კუროსავას ძირითადი დამსახურება ისაა, რომ მან დააახლოვა კინოხელოვნებაში აღმოსავლეთისა და დასავლეთის ტრადიციები და სამყაროს დაუტოვა უნიკალური კინემატოგრაფიული მემკვიდრეობა.

ფილმოგრაფია:

  • 1943 – „ძიუდოს გენია“
  • 1944 – „ყველაზე ლამაზები“
  • 1948 – „მთვრალი ანგელოზი“
  • 1949 – „უპატრონო ძაღლი“
  • 1950 – „რასემონი“
  • 1951 – „იდიოტი“
  • 1954 – „შვიდი სამურაი“
  • 1957 – „სამეფო ტახტი სისხლში“
  • 1961 – „მცველი“
  • 1965 – „ჟღალი წვერი“
  • 1970 – „ტრამვაის ბორბლების რახრახში“
  • 1975 – „დერსუ უზალა“
  • 1980 – „კაგემუშა: მეომრის ჩრდილი“
  • 1985 – „რანი“
  • 1990 – „სიზმრები“
  • 1991 – „აგვისტოს რაფსოდია“

და სხვ.

ჯილდოები:

  • 1951 – „რასემონი“ (ვენეციის სკფ. მთავარი პრიზი „წმინდა მარკოზის ოქროს ლომი“, იტალიელი კრიტიკოსების პრემია)
  • 1954 – „ცხოვრება“ (ბერლინის სკფ. ბერლინის სენატის სპეციალური პრიზი)
  • 1954 – „შვიდი სამურაი“ (ვენეციის სკფ. „ვერცხლის ლომი“)
  • 1959 – „სამი არამზადა ფარულ ციხე-სიმაგრეში“ (ბერლინის სკფ. „ვერცხლის დათვი საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის“, ფიპრესის პრიზი)
  • 1965 – „ჟღალი წვერი“ (ვენეციის სკფ. კინოს დარგში საერთაშ. კათოლიკ. ორგანიზაციის (OCIC) პრიზი)
  • 1975 – „დერსუ უზალა“ (მოსკოვის სკფ ოქროს პრიზი, ფიპრესის პრიზი; „ოსკარი“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის)
  • 1980 – „კაგემუშა: მეომრის ჩრდილი“ (კანის სკფ „ოქროს პალმის რტო“; ევროპული კინოაკადემიის პრიზი „სეზარი“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის; ბრიტანეთის კინოაკადემიის პრიზი BAFTA საუკეთესო რეჟისურისთვის)
  • 1982 – ვენეციის სკფ. „ოქროს ლომი“ მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის
  • 1987 – „რანი“ (ბრიტანეთის კინოაკადემიის პრიზი BAFTA საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის)
  • 1990 – საპატიო „ოსკარი“ კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის.

წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები