კინემატოგრაფი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კინემატოგრაფი
1. მოწყობილობებისა და მეთოდების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს კინოფილმების გადაღებასა და ეკრანზე ჩვენებას. კინემატოგრაფიის ძირითადი თავისებურება, რითაც იგი განსხვავდება მოძრავი გამოსახულებების ჩაწერისა და ჩვენების სხვა სახეობებისაგან (მაგალითად, ვიდეოჩანაწერისაგან), ისაა, რომ აქ ობიექტის მოძრაობის ფაზების ფიქსაცია ხდება კინოფირზე თანმიმდევრული ფოტოგადაღებების (კინოგამოსახულების კადრების) სახით. ტერმინი „კინემატოგრაფი“ ხშირად იხმარება კინემატოგრაფის ტექნიკის საფუძველზე აღმოცენებული სანახაობითი ხელოვნების აღსანიშნავადაც.
2. ფილმების ჩვენება აპარატის გამოყენებით.
3. შენობა, სადაც კინოფილმებს უჩვენებენ.