აკობია-ძაძამია მზია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აკობია-ძაძამია მზია — (1956), ქართველი პოეტი. დაიბადა სოხუმში. დაამთავრა თსუ-ს სოხუმის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1976 წელს გაზეთ „სოფლის ცხოვრებაში“. მისი ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალებში: „ჯეჯილი“ და „დილა“. არის ხუთი საბავშვო პოეტური კრებულის ავტორი: „ჯინსიანი ფისო“ (1982), „ზარმაცის წკეპლა“ (1986), „მზე და კახა“, „ნასვამი ღორი“ (2004). მზია აკობიას შექმნილი აქვს 70 სიმღერის ტექსტი.
- კურთხეულია ნათელი თქვენი
- (ბატონ ჯანსუღ ჩარკვიანს)
- კურთხეულია ნათელი თქვენი
- თქვენს ოჯახს ლამაზს, სულით მხნეს, ამაყს.
- სავსეს ღირსებით, სულ აღმა მავალს.
- სულ აღმა მავალს ნიჭით, დიდებით!
- საქართველოსთვის ბრძოლით, იმედით!
- რითაც იხარებს, უფრო იმძლავრებს –
- – სამშობლო ჩვენი, – ამერ–იმერი!
- კურთხეულია ნათელი თქვენი,
- ვერ უძლებს შიდა, – –გარეშე მტერიც!
- ჩვენი ერისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის
- ბრძანდებით ბრძენი, თანაც სულგრძელი,
- პოეტად შობილ მგოსანს სახალხოს,
- რაც მამა ღმერთით, – უფლით რაც ხდება,
- ბატონო ჯანსუღ; გულით გისურვებთ
- ულევ სიხარულს, ჯანის აღდგენას.
- თქვენს ოჯახს ლამაზს, სულით მხნეს, ამაყს.