აკობია შოთა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აკობია შოთა – (1920 – 1996), ქართველი მწერალი, პოეტი და მთარგმნელი, დაიბადა სოფელ ჭალეში (წალენჯიხა); 1942 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია და თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი (დაუსწრებლად). 1938 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი „ბაღში”, 1951 წელს – ლექსების პირველი წიგნი „სამშობლოს დილა”. მასვე ეკუთვნის რომანები „თეთრი ჩრდილი”, „სიყვარული და სინათლე”, მოთხრობების წიგნები, საბავშვო ნაწარმოებები, აფხაზი მწერლების ნაწარმოებთა თარგმანები და სხვა.
- * * *
- ასე ამბობს შემოდგომა
- ყველაფერი შეიცვალოს,
- გორაკებად აღიმართოს
- აქეთ კალო, იქით კალო!
- ჩურჩხელები მზეზე გაშრეს,
- ლეღვის ჩირი მზეზე გაშრეს...
- ხილეული, ტკბილეული
- მთელი წელი ეყოთ ბავშვებს!
- შემოდგომავ, დაგებედოს
- სიხარული ბევრზე ბევრი,
- შენ ნამდვილი ოქრო ხარ და
- მიტომაც ხარ ოქროსფერი.
- ასე ამბობს შემოდგომა