აკორდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აკორდი - (იტ. accordo - შეთანხმება), სხვადასხვა სიმაღლის სამი ან მეტი მუსიკალური ბგერის ერთდროული, შეხმატკბილებული ჟღერადობა.

აკორდებს განასხვავებენ იმის მიხედვით, თუ რამდენ ბგერას შეიცავენ ისინი და რა ინტერვალებით არიან ეს ბგერები დაშორებული ერთმანეთს. აკორდი განლაგებულია ტერციებად, მის ბგერებს ეწოდება: პრიმა, ტერცია, კვინტა, სეპტიმა და ა.შ.

აკორდის ძირითადი სახეობებია:

  • სამხმოვანება (3 სხვადასხვა ბგერისაგან შემდგარი აკორდი),
  • სეპტაკორდი (ოთხბგეროვანი),
  • ნონაკორდი (ხუთბგეროვანი),
  • უნდეციმაკორდი (ექესბგეროვანი).

სამხმოვანება შეიძლება იყოს მაჟორული (დ. 3 + პ. 3), მინორული (პ. 3 + დ. 3), შემცირებული (პ. 3 + პ. 3) და გადიდებული (დ. 3 + დ. 3). სამხმოვანებაზე ზემოდან პატარა ან დიდი ტერციის დამატება ქმნის სეპტაკორდს.



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები