აკროპოლისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ათენის აკროპოლისი

აკროპოლისი(ბერძნ.) (მაღლობზე შეფენილი ქალაქი). ბერძნულ ქალაქთა გამაგრებული ნაწილი, რომელიც, როგორც წესი, მაღლობზე იყო შეფენილი. აკროპოლისზე ხშირად აგებდნენ ტაძრებსა და სხვა მნიშვნელოვან ნაგებობებს. ათენის აკროპოლისი, სადაც დღეს მიკენური, არქაული და კლასიკის ეპოქის ნაგებობათა ნაშთებია შემორჩენილი, მსოფლიო ისტორიის საგანძურია.

აკროპოლისი – ქართულად შიდაციხე, ზედაციხე, ზედაქალაქი, ჰქონდათ ძველ ქართულ ქალაქებსაც: მცხეთას, თბილისს, ქუთაისს, არქეოპოლისს, ანაკოფიას, ვანს და ა.შ. ბერძენი ისტორიკოსი დიონ კასიოს კოკეინი (155 ან 164-229 წწ.) თავის „რომის ისტორიაში“ აკროპოლიდ იხსენიებს მცხეთის შიდა-ციხეს (ზედაციხეს) და მოგვითხრობს, რომ ძვ. წ. 65 წელს რომაელთა სარდალი გნეუს პომპეუსი იბერიაში შეიჭრა და მიაღწია აკროპოლისამდე. მცხეთის ამ ნაწილს არმაზციხე ეწოდებოდა.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები