აკროსოლიუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აკროსოლიუმი წმ. სებასტიანეს კატაკომბში, ძველი რომი, იტალიის რესპუბლიკა

აკროსოლიუმი − (ლათ. Arcosolium < arcus მშვილდი, თაღი, მრუდი და solium სამეფო ტახტი, სარკოფაგი, კუბო), ტერმინი, რომელიც გამოიყენება საეკლესიო შენობებისა და კატაკომბების კედლებში დასაკრძალავი თაღოვანი ნიშების აღსაწერად.

აკროსოლიუმი ეწყობოდა მდიდარი და ცნობილი ოჯახების კუბიკულებში (დარბაზებში) ან ქრისტიანულ კატაკომბებში III-IV საუკუნეებში: ნიშაში იდგმებოდა სარკოფაგი ან ძირში ამოჭრიდნენ სამურავს (საფლავს). აკროსოლიუმის წინა კედელს ამშვენებდა წარწერა ან ჩუქურთმა (ორნამენტი), ზოგჯერ წარწერები და ჩუქურთმები უკეთდებოდა თაღის შიდა ზედაპირის ტიმპანსაც. ადრექრისტიანულ ხანაში აკროსოლიუმს აკეთებდნენ როგორც საერთო, ისე ცალკეული საფლავებისათვის. დაკრძალვის ასეთი არქიტექტურული ორგანიზაცია ყველაზე მეტად გავრცელებული იყო ელინისტურ აღმოსავლეთში, მათ შორის სირიაში.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები