აკუსტიკა (არქიტექტურა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აკუსტიკა – (ბერძ. Akustikos-სმენისა), ბგერის გავრცელების პირობები ამა თუ იმ შენობაში; არქიტექტურული აკუსტიკა შეისწავლის შენობაში ბგერის გავრცელებასა და შთანთქმას.
ძირითადი სიკითხები, რომელსაც შეისწავლის არქიტექტურული აკუსტიკა შემდეგია:
ჩაკეტილ სივრცეში ბგერითი ველის ფიზიკური მახასიათებლები;
სათავსის ზომების და ფორმის გავლენა აკუსტიკურ პარამეტრებზე და მათ შორის კავშირებზე;
სათავსში განლაგებული ნივთებისა და კონსტრუქციების გავლენა ბგერითი ველის მახასიათებლებზე;
ექსპლუატაციაში მყოფი სათავსის აკუსტიკური თვისებების ხარისხის კრიტერიუმების შეფასება და აკუსტიკური დეფექტების აღმოფხვრის მეთოდები.
|