ალავერდაშვილი ლევან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ალავერდაშვილი ლევან – (1971), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ ჯაფარიძეში (ახლანდელი სამრეკლო, დედოფლისწყარო), 1988 წელს დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა და ჩაირიცხა სპი-ში; არის ერთი პოეტური კრებულის ავტორი – „ნუ დამაჯერებთ”.
- აიდე
- ნახვამდის, არ მინდა ეგ მრუში ამბორი,
- სული გდევს სნეული, ლამაზო აიდე,
- გვირაბში ინათა, ეხლაა სამგორი,
- აქ უნდა დავშორდეთ, აქ უნდა ჩავიდე.
- აქ უნდა ჩავიდე, პოეტი ვიღაცა,
- წამიც და მე შენთვის წარსული ვიქნები;
- და ოდეს ორგიით ტანს გადაიქანცავ
- იქნებდა მოგძალდეს უბიწო ფიქრები.
- იხსენო ეს ღამე, ლოთური დუქანი,
- მაცდური კარტები და ბოშა მკითხავი,
- დამთვრალი ჰანგებით ჩავლილი უბანი,
- და ისაც, ტკბობაზე არა რად გითხარი.
- საზარად ჩაგწივლებს ოდესმე წარსული,
- სიბერით შერიყულს დამტვერილ ბინაზე,
- და ეხლა, შენ, სიძვის ლამაზი ასული,
- ფრთებს დაყრი აიდე მადონას წინაშე.
- დაგხვდება სამყარო ფერებით სნეულით,
- იმზევებს მზეები რაც შენთვის ბნელია,
- რომ გერქვას ქალი და მარტოდენ სხეულით,
- წყევლაა აიდე! ჯვარცმაზე ძნელია!...
- ეხლა კი მშვიდობით, უკვეა სამგორი,
- აქ უნდა დაგტოვო, მე უნდა ჩავიდე,
- სულგაყინულია ეგ თბილი ამბორი,
- რომ მატან ტკივილად ლამაზო აიდე.