ალათუმანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ალათუმანი, ალათუბანი − სოფელი საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, კოჭიოს თემის საკრებულოში, მდინარე მეჯურის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1720-1800 მ სიმაღლეზე, ქალაქ ახალქალაქიდან ჩრდილოეთით 21 კმ მანძილზე.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მიდამოები უტყეოა. მოსახლეობის რიცხოვნობა – 606. მათი უმრავლესობა (99 %) სომეხია (2002).