ალალუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალალუ(ბაბილონ.) შრომის, კერძოდ, ყანაში სამღერი, მკის სიმღერა.

ტექსტებში ამგვარად არის აღწერილი გაპარტახებული და გაუკაცრიელებული ქვეყნის სურათი: ქვეყნიდან „წაღებულია ალალუ“. ალალუ შემწყდარია ყველგან, სადაც შიმშილობაა, „ჩემს ყანებში მოსპეს ალალუ“. მიწისმუშაკობის აღდგენას მოსდევს ალალუს ახმიანება: „მის (ურურტუს მეფის) მიტოვებულ ყანებში... მის ხალხს ვამღერებინე ტკბილხმიანი ალალუ“.

ზოგიერთი ტექსტის მიხედვით ალალუს მღერის თავად მიწათმოქმედების მფარველი ღმერთი, რომელიც შეიძლება იყოს ნინგირსუ, რაკი იგი ერთგან იხსენიება როგორც „ალალუს ბატონი“, რაც ალბათ გულისხმობს „ალალუს სიმღერის შთამაგონებელს“. ალალუს მღერის აგრეთვე სუმუკანი, გარეული ჯოგების პატრონი (ამ შემთხვევაში ალალუ შეიძლება გააზრებული იყოს, როგორც მწყემსური სიმღერა).

არსებობს აზრი, რომ ალალუ თავდაპირველად ნიშნავდა მუსიკალურ ინსტრუმენტს და შემდეგ მიიღო ამ საკრავზე დამღერებული ჰანგის მნიშვნელობა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები