ალგებრული გეომეტრია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალგებრული გეომეტრიაგეომეტრიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ალგებრულ წირებს სიბრტყეზე, ალგებრულ წირებსა და ზედაპირებს სივრცეში, საზოგადოდ, ალგებრულ მრავალსახეობებს n-განზომილებიან სივრცეში, ე. ი. სივრცეში წერტილთა ისეთ ერთობლიობებს, რომელთა (x1, x2,...,xn კოორდინატები აკმაყოფილებენ განტოლებათა სისტემას,

Algebruli geometria.png


სადაც F1, F2,...,Fm არის x1, x2,...,xn ცვლადების მრავალწევრები. ყოველ ალგებრულ მრავალსახეობას აქვს განზომილება, რომელიც არაუარყოფითი მთელი რიცხვია. მრავალსახეობას, რომლის განზომილება 1-ია, ეწოდება ალგებრული წირი, ხოლო ისეთს, რომლის განზომილება 2-ია, ეწოდება ალგებრული ზედაპირი.

ისტორიულად ალგებრული გეომეტრია წარმოიშვა დაბალი რიგის წირებისა და ზედაპირების შესწავლიდან. მესამე რიგის წირების კლასიფიკაცია მოგვცა ი. ნიუტონმა (1704). XIX საუკუნეში ალგებრული გეომეტრია წირებისა და ზედაპირების შესწავლიდან თანდათანობით გადადის ნებისმიერი მრავალსახეობების შესწავლაზე.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები