ალერგია (ვეტერინარია)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ალერგია – სხვადასხვა სახის ფაქტორების (უცხო ცილა, მიკროორგანიზმები, პარაზიტების ცხოველმოქმედების პროდუქტები, ტემპერატურის ცვალებადობა, სამკურნალწამლო ნივთიერებები, ექტოპარაზიტების ნაკბენი და ა.შ.) მიმართ ორგანიზმის შეცვლილი მგრძნობელობის (რეაქტიულობის) თვისებრივი მდგომარეობა. ასეთი რეაქციები ნორმასთან შედარებით შეიძლება იყოს გაძლიერებული ან შესუსტებული, ან საერთოდ, არ არსებობდეს. ალერგია უმეტესი პარაზიტული ორგანიზმებით გამოწვეულ დაავადებათა თანამდევია და ართულებს მათ მიმდინარეობას. ალერგიული რეაქციები გამოიყენება სავეტერინარო პრაქტიკაში ზოგიერთი პარაზიტოზის სადიაგნოსტიკოდ.