ალექსანდრე ახმეტელის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ალექსანდრე ახმეტელის ქუჩა – ქუჩა თბილისში, დიდუბის რაიონში (დიღომი); აკაკი ბელიაშვილის ქუჩასა და დავით აღმაშენებლის ხეივანს შორის. ალექსანდრე ახმეტელის სახელი ეწოდა 1963 წელს. ამ ქუჩაზეა კინოსტუდია — დღევანდელი სააქციო საზოგადოება „ქართული ფილმი“. აქვს 1 გასასვლელი.