ბეგალიშვილი ალექსანდრე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ალექსანდრე ბეგალიშვილი-დან)
ბეგალიშვილი ალექსანდრე გრიგოლის ძე - (15. I. 1923, თბილისი, – 26. XI. 1989, იქვე), ქართველი ალტისტი და პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1952), სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურიატი (1952), თბილისის კონსერვატორიის დოცენტი (1968), 1944-1967 უკრავდა საქართველოს სახელმწიფო სიმებიან კვარტეტში. სიმებიანი კვარტეტის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია (პრაღა, 1950). ბეგალიშვილმა პირველმა შეასრულა ქართველ კომპოზიტორთა ალტისათვის დაწერილი მრავალი ნაწარმოები.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი