ალექსიძე ალექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Aleqsi aleqsiZe.png

ალექსიძე (ნამდვ. გვარი ქურდოვანიძე) ალექსი (1891 – 1915) – მსახიობი, ლადო ალექსი-მესხიშვილის ერთი ნიჭიერი მოწაფეთაგანი, ქართული სცენის მუყაითი მუშაკი, პატარა როლების მოხდენით შემსრულებელი.

1913-1914 წწ. ბათუმის დასში რამდენიმე საპასუხისმგებლო როლი, მათ შორის, ბარენტი („იმედის“ დაღუპვაში“) დიდი გზნებით შეასრულა; თელავში „გულჯვარი“-დან პატარა კახის როლის შესრულებით საზოგადოება აღტაცებაში მოიყვანა. დიდ იმედს იძლეოდა, რის გამოც ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილმა მოწაფედ აიყვანა და თავისი სურათიც აჩუქა საკუთარი წარწერით: „ჩემ ახალგაზრდა, პატარა მოწაფეს, ალექსიძეს სახსოვრად, შეხედე ხოლმე ამ სურათს და მოიგონე, რომ მხოლოდ ერთგული მუშაობა, მეცადინეობა მიგვაღწევინებს მიზანს. ვისაც არ უყვარს სცენა მშობელი დედასავით და ძალა არ მოზდევს მას თავი ანაცვალოს – მას ნება არა აქვს ამ ტაძარში შესვლისა. სცენას ისეთივე ერთგულება უნდა, როგორც საყვარელ არსებას“ („თეატრი და ცხოვრება“, 1915, № 28, გვ. 8).

ალექსი ალექსიძე ჭლექით გარდაიცვალა. დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე.

გამოყენებული ლიტერატურა

1. არიმათიელი, იოსებ [იმედაშვილი]. უდროო მსხვერპლი // თეატრი და ცხოვრება. – 1915. – № 28. – გვ. 8;
2. გვარაძე, ნიკო. თეატრალური მემუარები. – თბ.: სახელგამი, 1949. – გვ. 142.


წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები