ალიბეგაშვილი გაიანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაიანე ალიბეგაშვილი

ალიბეგაშვილი გაიანე - (01.03.1922, დაბა სტეფანწმინდა – 08.08.1997, ქ. თბილისი), ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1975), პროფესორი (1976), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1987).

სარჩევი

ბიოგრაფია

დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიური ფაკულტეტი (1944) და ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურა (1948). 1949 წლიდან ამავე ინსტიტუტის თანამშრომელია, 1985 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე – შუა საუკუნეების სახვითი ხელოვნების განყოფილების გამგე. იკვლევდა შუა საუკუნეების ქართულ მონუმენტურ, დაზგურ და მინიატიურულ მხატვრობას, შუა საუკუნეების ქართულ ქანდაკებას, თანამედროვე ქართულ სახვით ხელოვნებას. აღსანიშნავია მისი ნაშრომები შუა საუკუნეების ქართული საერო პორტრეტის, ხელნაწერთა დასურათებისა და სვანეთის ფერწერული სკოლის, ქართული თეატრის დეკორატიული ხელოვნების შესახებ.

ალიბეგაშვილი მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო და ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციასა თუ სიმპოზიუმში, მათ შორის: ბიზანტინოლოგთა XIV (ბუქარესტი, 1974) და XVIII (მოს.1991) საერთაშორისო კონგრესებში; ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილ I (ბერგამო, 1974), II, IV და VI (თბილ., 1977, 1983, 1989); III (ბარი, ლეჩე, 1980), VII (პავია, ტორბა, 1986) საერთაშორისო სიმპოზიუმებში; საქართულ და ბიზანტიურ ხელოვნების პრობლემებზე გამართულ სიმპოზიუმში (პატმოსი, 1981): სომხური ხელოვნებისადმი მიძღვნილი II და IV საერთაშორისო სიმპოზიუმებში (ერევანი, 1978 და 1985) და მრავალი სხვ.

1968 წლიდან კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტზე: შუა საუკუნეების ქართული მხატვრობის, დასავლეთ ევროპის რენესანსის პერიოდის ხელოვნების ისტორიისა და მხატვრული ნაწარმოების ანალიზის თეორიულ კურსებს.

ი. ლორთქიფანიძე

თხზულებები

  • ქართული ჭედური და ფერწერული ხატები, (თანაავტ. თ. საყვარელიძე), თბ., 1979 (II გამოცემა – 1994);
  • Давид Какабадзе, Тб., 1958;
  • Памятники средневековой станковой живописи в Верхней Сванетии, сборник «Средневековое искусство. Русь-Грузия», М., 1978;
  • Светский портрет в средневековой живописи Грузии, Тб., 1983 [თანაავტ.: Г. Алибегашвили, А. Вольская];
  • The Icons of Georgia [თავი II წგ: Kurt Waitzman, Gaiane Alibegashvili, Aneli Volskaia, Manolis Chatzidakis, Gordana Babic, Michail Alpatov, Teodore Voinescu. The Icon, Arnoldo Mondadori Editore, Milano-Mladinska Knijga, Lubiana, 1981-1982 Deux tripryques d’Oubissi: Icons georgiennes du style des Paleologues. Buzantine srt Latin West. Art Historical Studies in Honour of Kurt Weitzmann, Princetone University, 1995.

იხილე აგრეთვე

გაიანე ალიბეგაშვილი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები