ალიმონაკი ლერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ალიმონაკი ლერი – (1940), ქართველი კრიტიკოსი, მწერალი და მთარგმნელი. დაიბადა ქუთაისში. 1966 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის საინჟინრო-ტექნოლოგიის ფაკულტეტი. პირველი წერილი სიმღერა „სულიკოს” ავტორზე, ვარინკა წერეთელზე, 1965 წელს გამოაქვეყნა გაზეთ „ქუთაისში”, პირველი წიგნი „ვარინკა წერეთელი” - 1970 წელს. განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ტერენტი გრანელის ცხოვრებისა და შემოქმედების კვლევაში; დაწერა ბიოგრაფიული რომანი „კვირის წირვები“ (1983), „ჩემი ცხოვრება მხოლოდ ლექსია“ (1983). თარგმნა ლაო-ძის უძველესი ჩინური ფილოსოფიურ-რელიგიური თხზულება „დაო დე ძინი” და ინდური უპანიშადები.
- ლაო ძი, დაო დე ძინი (ფრაგმენტი)
- თარგმნა ლერი ალიმონაკმა
- ლაო ძი, დაო დე ძინი (ფრაგმენტი)
- IX. ოცდაათი მანა ერთ მორგვზე ბრუნავს,
- მაგრამ ბორბლის არსს
- მორგვში მოქცეული სიცარიელე ქმნის.
- ჭურჭელს თიხისგან ამზადებენ,
- მაგრამ ჭურჭლის არსს
- მასში მოქცეული სიცარიელე ქმნის.
- კარ-ფანჯრებს კედლებში ჭრიან,
- მაგრამ სახლის არსს
- მასში მოქცეული სიცარიელე ქმნის.
- ჭეშმარიტად: ვინცა შეიცნო ყოფიერი,
- ვითარცა სავსება და ხილვადი,
- ალანია ბელა
- მანვე შეიცნო არყოფნა,
- ვითარცა სიცარიელე და უხილვადი.