ალკოჰოლიზმით დაავადებულის შვილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალკოჰოლიზმით დაავადებულის შვილი - (child of an alcoholic) – პიროვნება, რომლის მშობელი არის (ან იყო) დაავადებული ალკოჰოლიზმით. წარსულში ალკოჰოლიზმით დაავადებულთა შვილებზე მავნე მოქმედების პრობლემების განხილვა ფოკუსირდებოდა მცირეწლოვანებზე ან მოზარდებზე 80-იან წლებში ალკოჰოლიზმით დაავადებულთა მოზრდილი შვილები საკუთარი თავის გაცნობიერებისთანავე ერთვებოდნენ ურთიერთდახმარების ჯგუფების მოძრაობაში, რომლებიც ალ-ანონის ეგიდით მოქმედებდნენ, ასევე, უხშირესად – თორმეტსაფეხურიანი ჯგუფის პრინციპებით მოქმედ დამოუკიდებელ ჯგუფებსა და სამკურნალო პროგრამებში.

აღნიშნულ თემაზე ამჟამად გამოდის საკმაოდ ბევრი პოპულარული ლიტერატურა, სადაც ალკოჰოლიზმით დაავადებულის მოზრდილი შვილი ხასიათდება როგორც თანაალკოჰოლიკი ან თანადამოკიდებული და ჩამოთვლილია მრავალი პათოლოგია, რომელიც უვითარდება აღნიშნულ პიროვნებას ზრდასრულ ასაკში. შეინიშნება აღნიშნული მოდელის განზოგადების ტენდენცია ყველა „დისფუნქციური ოჯახის მოზრდილებზე“.



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები