ალკოჰოლის გამოყენება პრობლემური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალკოჰოლის გამოყენება, პრობლემური - (drinking problem) – ალკოჰოლის გამოყენება, რომელსაც მივყავართ ინდივიდუალურ ან კოლექტიურ, სამედიცინო ან სოციალურ პრობლემებამდე. ადრე ტერმინი გამოიყენებოდა ალკოჰოლით გამოწვეული ცხოვრებისეული პრობლემების გამოსახატავად. XX საუკუნის 60-იანი წლებიდან ტერმინი უფრო ფართო გაგებით გამოიყენება და არ შეესატყვისება ალკოჰოლიზმს, როგორც ავადმყოფობის კონცეფციას. ზოგ შემთხვევაში ტერმინი გამოიყენება ალკოჰოლიზმის ადრეული, ნაკლებად სერიოზული სტადიის აღსანიშნავად. ადამიანი, რომელსაც აღენიშნება ალკოჰოლის პრობლემური გამოყენება, არის პირი, რომლის მიერ ალკოჰოლის მიღებამ მიგვიყვანა სამედიცინო ან სოციალურ პრობლემებამდე.

ტერმინები „ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები“ და „პრობლემა, ალკოჰოლის გამოყენების“ (პრობლემა, დაკავშირებული ალკოჰოლთან) ისეთი ფორმულირებებია, რომლებიც თავს არიდებენ იარლიყის მიწებებას. ტერმინი „პრობლემური გამოყენება ალკოჰოლის“ იხმარება, რათა მოიცვას მონათესავე ცნებები, რომლებიც გულისხმობს ალკოჰოლის გამოყენების გამო პრობლემების პოტენციურ გამოწვევას (დაახლოებით ეკვივალენტურია ტერმინისა – ალკოჰოლის გამოყენება მავნე შედეგების რისკით), მაშინ როდესაც ტერმინი „სპირტიანი სასმელების პრობლემები“ სათავეს იღებს არამსმელობის ეპოქიდან, მსგავსად ტერმინისა „მაგარი სპირტიანი სასმელების საკითხი“ და მიეკუთვნება ზოგადად პოლიტიკას ალკოჰოლის მიმართ.



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები