ალკოჰოლის შემცველობა სისხლში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალკოჰოლის შემცველობა სისხლში (აშს) - (Y90,Y91), (blood alcohol level (BAL)) – სისხლში ალკოჰოლის (ეთანოლის) კონცენტრაცია, როგორც წესი, გამოიხატება მასის რაოდენობით მოცულობით ერთეულში, თუმცა, სხვადასხვა მაჩვენებელი სხვადასხვანაირად შეიძლება იქნას გამოხატული. მაგ•, მილიგრამი 100 მილილიტრში (მგ/100მლ. ან არაზუსტი ტერმინით მილიგრამ-პროცენტი), მილიგრამი ლიტრში (მგ/ლ), გრამი 100 მილილიტრში (გ/100მლ), გრამ-პროცენტი ან მილიმოლი ლიტრში. კონცენტრაცია – 8 ნაწილი ათასში – იურიდიული ტერმინოლოგიით აშშ-ში შეესაბამება 0.08%, სკანდინავიის ქვეყნებში – 0.8%, კანადასა და სხვა ქვეყნებში 80მგ/100 მლ. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა აგრეთვე ალკოჰოლის ის დასაშვები რაოდენობა სისხლში, რომლის დროსაც შეიძლება ავტოტრანსპორტის მართვა „per se“ (ტრანსპორტის მართვა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში), ამავე დროს, უმრავლეს ქვეყანაში იგი მერყეობს 50-100 მგ/100მლ-ში.

ალკოჰოლის რაოდენობა სისხლში ხშირად ექსტრაპოლირდება მისი რაოდენობით, ამონასუნთქ ჰაერში ან შარდში, რადგან ამონასუნთქ ჰაერში ან შარდში ალკოჰოლის რაოდენობა გარკვეულ დამოკიდებულებაში იმყოფება სისხლში ალკოჰოლის შემცველობასთან. ვიდმარკის ფორმულა წარმოადგენს სისხლში ალკოჰოლის შემცველობის დადგენის ტექნიკას ექსტრაპოლაციის მეთოდით.



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები