დამოკიდებულება (სამედიცინო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ალკოჰოლური დამოკიდებულება-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დამოკიდებულება - (F1x.2), (dependence), როგორც ზოგადი ტერმინი, აღნიშნავს რაღაცის ან ვიღაცისადმი მოთხოვნილების ან აუცილებლობის მდგომარეობას, ფუნქციონირების შენარჩუნების, ან გადარჩენის მიზნით.

ალკოჰოლთან და სხვა ფსიქოაქტიურ საშუალებებთან მიმართებაში, ტერმინი გულისხმობს ფსიქოაქტიური ნივთიერებების განმეორებითი მიღების აუცილებლობას კარგი გუნებ-განწეობის უზრუნველსაყოფად, ან ცუდი გუნებ-განწყობის თავიდან ასაცილებლად.

DSM-IIIR1-ში დამოკიდებულება განისაზღრება, როგორც „შემეცნებითი, ქცევითი და ფიზიოლოგიური სიმპტომების ერთობლიობა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ინდივიდს დარღვეული აქვს კონტროლი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებაზე და, უარყოფითი შედეგების მიუხედავად, აგრძელებს ნივთიერების მიღებას“.

ტერმინი დაახლოებით ტერმინ „დამოკიდებულების სინდრომის“ ეკვივალენტურია დსკ მე-10 გადასინჯვაში დსკ მე-10-ის კონტექსტში ტერმინი „დამოკიდებულება“ შეიძლება საერთოდ განეკუთვნებოდეს მოცემული სინდრომის ნებისმიერ ელემენტს. იგი ხშირად იხმარება „ნარკომანიისა“ და „ალკოჰოლიზმის“ თანაბრად.

1964 წელს ჯანმოს ექსპერტთა კომიტეტმა შემოიღო ტერმინი „დამოკიდებულება“ ცნებების – „ნარკომანია“ და „მიჩვევა“ – ნაცვლად. ფართო გაგებით, ტერმინი შეიძლება გამოვიყენოთ მთელი რიგი ფსიქოაქტიური სამკურნალო საშუალებების მიმართ (წამალდამოკიდებულება, ქიმიური დამოკიდებულება, დამოკიდებულება გამოყენებულ ნივთიერებათა მიმართ), ან უფრო ვიწრო გაგებით – კონკრეტული ფსიქოაქტიური საშუალების ან მათი კლასის მიმართ (მაგ., ალკოჰოლური დამოკიდებულება, ოპიოიდური დამოკიდებულება). მიუხედავად იმისა, რომ დსკ მე-10 დამოკიდებულებას აღწერს იმ ტერმინების საშუალებით, რომლებიც გამოიყენება ფსიქოაქტიური საშუალებების ყველა კლასის მიმართ, არსებობს განსხვავება – სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები განსხვავებულია.

ზოგადად, დამოკიდებულება განეკუთვნება როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ელემენტებს ფსიქოლოგიური ან ფსიქიკური დამოკიდებულება გულისხმობს ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარებაზე კონტროლის დაქვეითებას მაშინ, როდესაც ფიზიოლოგიური ან ფიზიკური დამოკიდებულება აღნიშნავს ტოლერანტობას და აღკვეთის მდგომარეობის სიმპტომებს.

ბიოლოგიურად ორიენტირებული განხილვისას, ტერმინი „დამოკიდებულება“ ხშირად განეკუთვნება მხოლოდ ფიზიკურ დამოკიდებულებას. ტერმინი „დამოკიდებულება“ ან „ფიზიკური დამოკიდებულება” ფსიქოფარმაკოლოგიურ კონტექსტში კიდევ უფრო ვიწრო მნიშვნელობით გამოიყენება და მიუთითებს მხოლოდ აღკვეთის მდგომარეობის სიმპტომების განვითარებაზე, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების შეწყვეტის შემდეგ. ამ ვიწრო გაგებით, ჯვარედინი დამოკიდებულება განიხილება, როგორც კომპლემენტარული ჯვარედინი ტოლერანტობის მიმართ, ამასთან, ორივე შემთხვევაში, მხედველობაში აქვთ მხოლოდ ფიზიკური სიმპტომატიკა (ნეიროადაპტაცია).


წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები