ალკოჰოლური კარდიომიოპათია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ალკოჰოლური კარდიომიოპათია - (I42.6), (alcoholic cardiomuopathy) – გულის კუნთის დიფუზური ცვლილებები, რომლებიც უვითარდებათ პირებს, არა უმცირეს 10 წლის ანამნეზით – ალკოჰოლის გამოყენება მავნე გამოსავლით.
პაციენტებს ჩვეულებრივ უვითარდებათ გულის პარკუჭოვანი უკმარისობა. საერთო სიმპტომები: ქოშინი დაძაბვისა და მოსვენებულ (ღამის ქოშინი) მდგომარეობაში, წვივების შეშუპება, მუცლის გადიდება ასციტის გამო. ამ დროს ტიპურია გულის რითმის დარღვევა, ამასთანავე, არითმიის ყველაზე ხშირი ფორმაა წინაგულების ფიბრილაცია. ამ დროს განვითარებულ კარდიომიოპათიას განასხვავებენ გულ-სისხლძარღთა სისტემის მოქმედების პათოლოგიისაგან ბერი-ბერის დროს და კობალტით ინტოქსიკაციით გამოწვეულ „ლუდის მოყვარულთა კარდიომიოპათიისაგან“.
სინონიმი
ალკოჰოლური მიოკარდიოპათია