ალმოდოვარი პედრო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პედრო ალმოდოვარი

პედრო ალმოდოვარი – (დაიბადა 1949 წელს კალსადა-დე-კალატრავაში, ესპანეთი) — ესპანელი კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი და მწერალი. 1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი რეჟისორი.

1985 წელს თავის ძმასთან — აგოსტინო ალმოდოვართან ერთად შექმნა საპროდუსერო კომპანია „El Deseo“, რომელმაც თავისი მოღვაწეობა 1986 წელს დაიწყო ალმოდოვარის ფილმით „სურვილის კანონი“.

მსოფლიო აღიარება რეჟისორს მოუტანა სურათმა „ქალები ნერვული აშლილობის ზღვარზე“. ფილმმა მიიღო 50-მდე ეროვნული პრემია, პირველი ევროპული პრიზი „ფელიქსი“ და ნომინირებული იყო „ოსკარზე“.

ფილმოგრაფია:

  • 1986 — „მატადორი“
  • 1987 — „სურვილის კანონი“
  • 1988 — „ქალები ნერვული აშლილობის ზღვარზე“
  • 1991 — „მაღალი ქუსლები“
  • 1993 — „კიკა“
  • 1997 — „ცოცხალი სხეული“
  • 1999 — „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“
  • 2002 — „დაელაპარაკე მას“
  • 2004 — „ცუდი აღზრდა“
  • 2006 — „დაბრუნება“
  • 2011 — „კანი, რომელშიც ვცხოვრობ“
  • 2013 — „ძალიან აღგზნებული ვარ“

და სხვა.

ჯილდოები:

  • 1988 — „ქალები ნერვული აშლილობის ზღვარზე“(ესპანეთის ეროვნული კინოპრემია „გოია“ საუკეთსო ფილმისა და ორიგინალური სცენარისთვის; ევროპული პრემია „ფელიქსი“ საუკეთესო ფილმისთვის)
  • 1999 — „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“ (ესპანეთის ეროვნული კინოპრემია „გოია“ საუკეთსო ფილმისა და რეჟისურისთვის; „ოსკარი“ საუკეთესო უცხოური ფილმისთვის; „ოქროს გლობუსი“ საუკეთესო უცხოური ფილმისთვის; კანის კინოფესტ. პრიზი — საუკეთესო რეჟისორი)
  • 2003 — „დაელაპარაკე მას“ („ოსკარი“ საუკეთესო სცენარისთვის; „ოქროს გლობუსი“ საუკეთესო უცხოური ფილმისთვის)
  • 2006 — „დაბრუნება“ (კანის კინოფესტ. პრიზი საუკეთესო სცენარისთვის)

წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები