ალოგენეტური თეორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალოგენეტური თეორია – (ბერინ. < allos – სხვა, მეორე და gennėtos – შობილი), ლინგვისტური თეორია, რომლის მიხედვით ენათა გენეტიკურ ნათესაობასთან ერთად ივარაუდება ისეთ მიმართებათა არსებობა, როდესაც ესა თუ ის ენა ერთი ნაწილით გენეტიკურად უკავშირდება წინაპარ ენას, ხოლო მეორე ნაწილი კანონზომიერ მიმართებებს ამყარებს კონტაქტში მყოფ სხვა ჯგუფის ენასთან (ენებთან). ამგვარად, ალოგენეტური მიმართებები გულისხმობს ენათა ორმხრივ სიახლოვეს – გენეტიკურსა და შეძენილს (კონვერგენციით მიღებულს). ამით ალოგენეტური მიმართებები განსხვავდება როგორც წმინდა გენეტიკური, ისე წმინდა ენობრივი კავშირებისაგანაც. ალოგენეტური ურთიერთობები შესაძლებელია დამყარდეს მონათესავე ჯგუფის შიგნითაც. მოცემული თეორიის თანახმად, ალოგენეტურ ურთიერთობაში მყოფ ენებად მიჩნეულია სემიტური და ქამიტური, ურარტული და ხურიტული ენები და სხვ. ასეთივე ურთიერთობაა დაშვებული ქართველურსა და სხვა კავკასიურ ენებს შორის.

ლ. ენუქიძე



წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები