ალტაური ცხვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Altaiscxvari.PNG

ალტაური ცხვარი - ცხვრის ჯიში. გამოყვანილია ალტაის მხარის, რუბცოვოს რაიონის მეცხვარეობის მეურნეობებში რთული შეჯვარებებით, რაშიც მონაწილეობა მიიღო ადგილობრივმა ნაზსაწმისიანმა ჯიშებმა, კავკასიურმა, ე. წ. რამბუიეს და ავსტრალიურმა ნაზსაწმისიანმა ჯიშმა, თანაც ადგილი ჰქონდა ნაჯვარი ცხოველების მიმართულ გამოზრდას გაუმჯობესებული კვებისა და მოვლა-შენახვის პირობებში. ამ ჯიშის ცხოველები გამოირჩევიან სამატყლო პროდუქტიულობითა და მეხორცულობით, კარგი ამტანობით, ციმბირის მკაცრ პირობებთან შემგუებლობით. კარგად იტანენ შორ მანძილზე (500-600 კოლომეტრზე) მგზავრობას, ჯანსაღებია.

ნერბების ცოცხალი წონა 60 —70 კილოგრამს აღწევს, ყოჩების 100 — 120 კილოგრამს, ხოლო საუკეთესო ეგზემპლარებისა 105 (ნერბები) და 140 (ყოჩები) კილოგრამს. ზრდასრული ნერბების კანძის (ნაპარსის) წონა 5,5-6,0 კილოგრამია, ყოჩებისა–9–10 კილოგრამი, მატყლის სუფთა გამოსავალი 44 — 46°. საუკეთესო ნერბები 10 კილოგრამ მატყლს იძლევიან, ხოლო ყოჩები 16,5 კილოგრამამდე. ცხოველებს ხშირი მატყლი აქვთ, მატყლი ნაზია (უმეტესად 64 ხარისხისა ბრადფორდით), მატყლის ბეწვთა სიგრძე 6,5 - 7,5 სანტიმეტრია. მატყლი მაგარია, ელასტიური, დართვისათვის კარგად ვარგისია. ცხიმოფლი ღია ყვითელი ან თეთრია, საკმარისი რაოდენობით. ცხოველებს კისერზე 1-3 ნაოჭი აქვთ, სხეულიც ოდნავ დანაოჭებულია.

წყარო

მეცხვარეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები