ალტერნაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალტერნაცია – (ლათ. alternation – მონაცვლეობა), მონაცვლეობა, როდესაც ერთი დონის ენობრივი ერთეულები ერთმანეთს ენაცვლებიან უფრო დიდი ერთეულის ფარგლებში. მონაცვლე ერთეულებს უწოდებენ ალტერნატებს. ბგერათმონაცვლეობის შემთხვევაში საქმე გვაქეს როგორც ფონეტიკურ მონაცვლეობასთან, რომელიც მიმდინარეობს ცოცხალი ფონეტიკური პროცესების ზეგავლენით, ისე არაფონეტიკურ ალტერნაციასთან, რომელიც აღნიშნული პროცესების მოქმედებით არ აიხსნება.

ფონეტიკური ალტერნაცია გვხვდება ცოცხალი წარმოთქმის პროცესში და გამოწვეულია ბგერათა ურთიერთგავლენით, ბგერათა შეგუებით, ბგერათა შეერთებით. ფონეტიკური ცვლილებების გარეშე არ არსებობს რწყმული მეტყველება. ეს არის ენის ბგერითი ცვლილების სპეციფიკა. ბგერათა შეერთებით წარმოქმილ ბგერათცვლილებებს ეწოდება კომბინატორული ფონეტიკური ბგერათცვლილებები.

ყველა კომბინატორული ბგერათცვლილება არის განპირობებული, რადგანაც ბგერათშეერთების ნიადაგზეა წარმოქმნილი, მაგრამ ყველა განპირობებული ბგერათცვლილება არ არის კომბინატორული. მაგ., ყრუ თანხმოვნის წინ მჟღერის დაყრუება (გალობდა – გალოფს) კომბინატორულია და განპირობებული, მაგრამ სიტყვის ბოლოს მჟღერი თანხმოვნის დაყრუება (კარგად – კარგათ) განპირობებულია და არა კომბინატორული.

არაფონეტიკური ალტერნაციები არ არიან განპირობებული ფონეტიკურად და არც ფონეტიკური კანონზომიერება ახასიათებთ. ისინი გამოწვეულია ისტორიული ფაქტორებით და სემანტიკური ან გრამატიკული ფუნქციით გვევლინებიან.

სიტყვაში ისეთ ფონეტიკურ მოვლენებს, რომელთა გამომწვევი ფაქტორი სიტყვის ბგერითი შედგენილობის გარეთ არის, განეკუთვნება ბგერითი ანალოგიაც.

ი. თევდორაძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები