ალუბლისძირა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Alublisdzira.PNG

ალუბლისძირა (ლათ. Clitopilus prunulus (Fr.) Kumm. რუს. Подвишенник)

ქუდი – 3-8 სმ დიამეტრისაა, ჯერ მრგვლად ამობურცულია, შემდეგ კი ძაბრივით ჩაღრმავებულია და შუაში ბორცვაკი ახასიათებს, კიდეები ტალღოვნია, თეთრი ან მოყვითალო. ფირფიტები დაღმავალია, ჯერ თეთრია, შემდეგ კი – ხორცისფერი.

ფეხი – 2-6 სმ სიგრძისა და 1-1,5 სმ სისქისაა, ზოგჯერ ექსცენტრული, ძირისკენ წვრილდება, ზოლიანია, დამტვერილი ზედაპირით, ქუდისფერია.

სპორები – ელიფსისებრია. 3 სიგრძივი ღარით, ვარდისფერია, 9-13X5-6 მკმ.

იზრდება ნიადაგზე ტყეში, ტყის პირას, პარკებსა და ბაღებში ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყენება საჭმელად ახალი.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები