ალუბლის კისელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალუბლის კისელი

1 კგ ალუბალი;
250 გრ მშრალი თეთრი ღვინო;
6 ს/კ შაქარი;
2 ლიმონის ცედრა;
500 გრ უცხიმო ხაჭო;
15 გრ ჟელატინი;
3 კვერცხი;
500 გრ ნაღები;
3 ს/კ ლიმონის წვენი;
მწიკვი მარილი;
ცოტაოდენი ვანილი.

კურკაგაცლილ ალუბალს დავუმატოთ ღვინო, 3 სუფრის კოვზი შაქარი, ლიმონის ცედრა, წამოვადუღოთ და გადავიტანოთ საწურზე (ცედრა მოვაშოროთ). სახამებელი გავხსნათ გაცივებულ ნახარშის ნაწილში, თანდათანობით ფრთხილად ჩავასხათ დარჩენილ მდუღარე ნახარშში, ვურიოთ და წამოვადუღოთ. შემდეგ დავუმატოთ მოხარშული ალუბალი, მოვურიოთ და გავაცივოთ.

კრემის მოსამზადებლად ჟელატინს დავასხათ ცივი წყალი და გავაჩეროთ გაჯირჯვებამდე. კვერცხის გული ავთქვიფოთ მარილთან და დარჩენილი შაქრის ნახევართან ერთად. ცილა ავთქვიფოთ დარჩენილ შაქართან ერთად. ცალკე ავთქვიფოთ ნაღები. შევურიოთ ერთმანეთს ხაჭო, კვერცხის გული, ვანილი, 1 ჩ/კ გახეხილი ლიმონის ცედრა, ლიმონის წვენი, დავასხათ ჟელატინი, დავუმატოთ ათქვეფილი კვერცხის ცილა და ნაღები. დიდ შუშის სასალათეზე ფენებად დავასხათ ალუბლის კისელი, ხაჭოს ნარევი და გავაჩეროთ 1 საათის განმავლობაში.


წყარო

მსოფლიოს ხალხთა სასმელები‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები