ალუბლის ლიქიორი
ალუბლის ლიქიორი
2 კგ ალუბალი;
100 გრ ალუბლის დანაყილი კურკა;
1.5 კგ შაქარი;
1 ლ არაყი;
დარიჩინი ან ლიმონის ცედრა გემოვნებით
კურკაგაცლილი ალუბალი ჩავყაროთ ქილაში, დავუმატოთ დანაყილი ალუბლის კურკა და, სურვილის მიხედვით, დარიჩინი ან ლიმონის ცედრა. შემდეგ დავუმატოთ 750 გრ შაქარი, დავასხათ 0,5 ლ არაყი, დავახუროთ თავსახური და დავდგათ 1,5 თვე თბილ ადგილზე. შემდეგ ნაყენი გავწუროთ, დავუმატოთ დარჩენილი შაქარი, არაყი, ოდნავ შევათბოთ (შაქარი რომ მალე გაიხსნას) და კარგად ავურიოთ. მიღებული ლიქიორი კარგად გავწუროთ, ჩავასხათ ბოთლებში და დავახუროთ თავსახური.
ალუbლის ლიქიორი (II ვარიანტი)
2 კგ კურკაგაცლილი ალუბალი;
3-4 ცალი მიხაკი;
5-6 გრ ვანილი;
5-6 ალუბლის ფოთოლი;
კგ შაქარი;
3 ჭიქა არაყი;
მუსკატის კაკალი გემოვნებით;
დარიჩინი გემოვნებით/
3 ლიტრიან შუშის ქილაში ჩავყაროთ ალუბალი, დავუმატოთ მიხაკი, ვანილი, დარიჩინი, გახეხილი მუსკატის კაკალი, ალუბლის ფოთლები, დავაყაროთ შაქარი და დავდგათ თბილ ადგილზე 2 კვირის განმავლობაში. შემდეგ დავუმატოთ 3 ჭიქა არაყი, ქილას დავახუროთ თავსახური და დავდგათ 5-6 კვირის განმავლობაში. მიღებული ნაყენი კარგად გავწუროთ (ალუბალი ცალკე გავწუროთ და შევურიოთ საერთო წვენს) და ჩავასხათ ბოთლებში.