ალ-აქსას ტაძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალ-აქსას ტაძარი

ალ-აქსას ტაძარი – ებრაული ტაძრის ნანგრევებზე აშენებული მსოფლიოში უძველესი მუსლიმური ტაძარი (მესამე მექის ალ-ჰარამისა და მედინის წინასწარმეტყველის ტაძრების შემდეგ). მდებარეობს ისრაელის ქ. იერუსალიმში ტაძრების მთაზე. იტევს 5000 მლოცველს.

თავდაპირველად აქ ხალიფა ომარის მიერ აგებული იყო მეჩეთი. შემდეგ ხალიფა აბდულ-მალიკ იბნ მერვანიმ იგი გააფართოვა და მშენებლობა 705 წელს დაასრულა მისმა შვილმა ალ-ვალიდიმ. 746 წელს მიწისძვრამ მთლიანად დაანგრია მეჩეთი, რომელიც 754 და 780 წელს აღადგინეს აბასიდების დინასტიის ხალიფებმა. 1033 წელს მიწისძვრამ კვლავ დაანგრია მეჩეთი და 1035 წელს ხალიფა ალი აზ-ზიჰირმა იქვე გვერდით ააგო ახალი ტაძარი, რომელიც ტაძრისა და მიმდებარე ტერიტორიის მრავალგზისი რეკონსტრუქციის შემდეგ (დაადგეს გუმბათი, გადააკეთეს ფასადები, ააგეს მინბარი, მინარეთები, შეცვალეს შიდა სტრუქტურა) დღემდე დგას ტაძრების მთაზე და ისრაელისა და იორდანიის უმნიშვნელოვანეს კულტურულ ძეგლს წარმოადგენს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები