ალ-იდრისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალ-იდრისი – (არაბ. أبو عبد الله محمد بن محمد بن عبد الله بن إدريس الإدريسي‎, სრული სახელია აბუ აბდ ალ-ლაჰ მუჰამად ალ-იდრისი, 1100 – 1165), XII საუკუნის არაბი გეოგრაფი.

დაიბადა ჩრდილო აფრიკაში. სწავლობდა ესპანეთში ქალაქ კორდოვაში, თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა პალერმოში სიცილიის მეფის როჯერ II ნორმანელის კარზე. იდრისმა შეადგინა კომპილაციური ხასიათის ნაკრები გეოგრაფიული შრომა და დაურთო მას რუკები; თავის შრომაში იდრისს მოჰყავს შედარებით მრავალი ცნობები სიცილიის, ესპანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის შესახებ; აგრეთვე ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვების ნაპირების შესახებ, მცირე აზიის შესახებ, რომელიც იდრისმა ინახულა 1116-1117 წ.წ. მის თხზულებაში მოიპოვება ცნობები აგრეთვე, აღმოსავლეთის ქვეყნების შესახებ. ასე მაგალითად: ჩინეთის ქალაქ სუჯოუს შესახებ იგი სწერს: „ისეთი დიდი ქალაქები, როგორიცაა სუსახი (Susah – სუჯოუ), სახელგანთქმულია, როგორც თავისი შენობებითა და ვაჭრობით, ისე მცხოვრებთა სიმდიდრით. აქ კეთდება შეუდარებელი ხარისხის ფაიფური და აბრეშუმის ქსოვილები, რომელიც განთქმულია თავიანთი მაღალი ხარისხით და მდიდრული შესახედაობით.


წყარო

გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები