ამარანტა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამარანტა – ამ ბერძნულ ტოპონიმურ სახელში მკვლევრები „ამირანის მთას“ გულისხმობენ. აპ. როდოსელის მიხედვით ამარანტა კოლხიდაში ფასისის სათავეშია; სადაც ხალხური ტრადიციით მიჯაჭვული ამირანი იმყოფება.
მ. ჩიქოვანი
ლიტერატურა
- ა. როდოსელი, არგონავტიკა, ა. ურუშაძის თარგმანითა და განმარტებებით, 1948, გვ. 219;
- მ. ჩიქოვანი, ქართული ეპოსი, 1I, 1965, გვ. 129.