ამარილისებრნი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
Fam. Amaryllidaceae - ოჯახი ამარილისებრნი
ოჯახი მოიცავს 70 გვარსა და 1000-მდე სახეობას; გავრცელებულნი არიან ყველა კონტინენტზე, ანტარქტიდის გარდა. მათი უმრავლესობა იზრდება ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონებში და მხოლოდ ზოგიერთი შედის ზომიერი კლიმატის ზონაში, მაგ., ევროპული სახეობა - Galanthus nivalis,, რომელიც გვხვდება ოჯახის არეალის ყველაზე ჩრდილოეთ წერტილში, კიევის მახლობლად. ამარილისებრთა ოჯახის ყველაზე მეტი ნაირსახეობა კონცენტრირებულია: ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ტროპიკულ და სამხრეთ აფრიკაში და ხმელთაშუაზღვეთში. სახეობათა ნაირგვარობით განსაკუთრებით გამოირჩევა სამხრეთ აფრიკა.
თბილისის მიდამოებში ოჯახი ამარილისებრნი ორი გვარითაა წარმოდგენილი: გვ. Galanthus – თეთრყვავილა და გვ. Sternbergia – შტერნბერგია.