ამაშუკელი რევაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რევაზ ამაშუკელი

ამაშუკელი რევაზ – (1936-2022), ქართველი პოეტი, დაიბადა ქუთაისში. 1960 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი ლექსები იბეჭდება 1957 წლიდან. არის მრავალი პოეტური კრებულის ავტორი („ლექსები”, „ზედაზნის მთვარე”, „შენდამი”, „მზე და მთვარე ნუ მოგშლოდეს”, „ტირისკონი”, „აკმე”).


კახეთში
ცა წყნარად ღუის საყვარელ ფერში
მწიფე და მძიმე ატმის ტოტებით.
ახლა მზე ჩადის შორეულ მთებში
და უსათუოდ შენ მაგონდები!
დალურჯებული ტუჩები ღვინით,
ჩუმად ჰკოცნიან ჯამებს ცარიელს
და დალოცვილი კახური ლხინი
მიჰყვება კახურ მრავალჟამიერს.
თამადა ახალ სიყვარულს გვაწვდის,
დგას დაბალ დვრინში როხროხი კაცთა;
ვივუარე და ვეება ყანწი
დამიზნებული თოფივით ამცდა.
მოდის სიმთვრალე თან ეს ოხერი
შავი მტევნები რარიგ მენება!...
შემომახტება როგორც ფოცხვერი,
დარდიან გულზე შენი ხსენება.
ო, როგორ მინდა ამ გაშლილ სუფრას
შენი ლამაზი თვალი შვენოდეს,
შეიფერებდი ყველაზე უფრო
ამ უდარებელ კახურ შემოდეგს.
დალურჯებული ტუჩები ღვინით,
ისევ კოცნიან ჯამებს ცარიელს,
და დალოცვილი კახური ლხინი
მიყვება კახურ მრავალჟამიერს...

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები