ამბიტუსი (წინასაარჩვენო კორუფცია)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამბიტუსი - crimen ambitus - ძველ რომში წინასაარჩევნო კორუფციის ყველა სახეობა (გამასპინძლება, გართობა, ქრთამი, მოსამართლეთა მოსყიდვა). გვიანი რესპუბლიკის ხანაში ამბიტუსი, როგორც ნობილიტეტის მხრიდან კანონდარღვევა, რომის საზოგადოებრივი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი გახდა, რის გამოც მის წინააღმდეგ ამოქმედდა ძალიან ბევრი კანონი (leges de ambitu).
|
წყარო
დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო (ენციკლოპედიური ცნობარი), რედაქტორი ქეთევან აბესაძე, თბილისი, 2012.