ამება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამება - (amoebae; ბერძნ. amoebaios ცვლილება) – მიეკუთვნება Sarcodina-ს კლასს, რომელშიც გაერთიანებულია ერთუჯრედიანი ორგანიზმები. მათ სხეულის ფორმის ცვალებადობა ახასიათებთ. გადაადგილებიან ფსეუდოპოდიების მეშვეობით. ფართოდ არიან გავრცელებული გარემოში (ნიადაგი, წყალი). ამებებს შორის არიან პათოგენური სახეობები. ადამიანისა და ძაღლების ამებიაზის აღმძვრელებია – Entamoeba histolytica, E.gingivalis, ფუტკრისა – Malpighamoeba mellifica.