ამერიგო ვესპუჩი
ამერიგო ვესპუჩი – (Amerigo Vespucci; დ. 19 მარტი, 1454, ფლორენცია — გ. 22 თებერვალი, 1512) – ფლორენციელი მეზღვაური, ვაჭარი, მკვლევარი და კარტოგრაფი.
1490 წ. გადავიდა ესპანეთში და დაიწყო სამსახური ესპანეთის მეფესთან. ოთხჯერ იმოგზაურა ახალ ქვეყანაში (1497-1504 წ.წ.), რომელიც აღმოჩენილ იქნა ქრისტეფორე კოლუმბის მიერ. 1492 წ. ყველაზე მნიშვნელოვანია მესამე მოგზაურობა (1501-1502 წ.წ) ბრაზილიის ნაპირის გასწვრივ სამხრეთის განედის 25°-მდე და იქიდან კუნძულ სამხრეთ გეორგიამდე (ს. ს. 52°).
ამერიგო ვესპუჩიმ მის მიერ აღწერილ ქვეყნებს უწოდა „ახალი ქვეყანა“. გერმანელი გეოგრაფი, მარტინ ვალდზეემიულერი ვესპუჩის დაუკითხავად თავის შრომაში „Compographie Introductio“ (1507 წ.) იძლეოდა წინადადებას − „ახალი ქვეყნისათვის „ამერიგო“ ეწოდებინათ. 1510 წ. ქალაქ კელნში გამოიცა რუკა „Terra Ametica“ -ს სახელწოდებით და მალე ამის შემდეგ სამხრეთ ამერიკის აღსანიშნავად სახელწოდება „ამერიკა“ გვხვდება მრავალ რუკასა და გლობუსებზე. „ახალი ქვეყნის“ ჩრდილო და სამხრეთ ნაწილზე ამერიკის სახელწოდება პირველად გავრცელდა მერკატორის რუკაზე 1541 წ თვით ამერიგო ვესპუჩი კი მის მიერ აღწერილ მიწებს აზიის ნაწილებად თვლიდა.