ამიაკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამიაკი – (ბერძ. ammōniakón ამონის) მწვავე სუნის მქონე უფერო აირი, რომელიც წარმოადგენს აზოტისა და წყალბადის ნაერთს. ქიმიური ფორმულა – NH3; მისი წყალში გახსნით მიიღება ნიშადურის სპირტი – NH4Cl.
სიმკვრივე: თხევად მდგომარეობაში – 681,4 კგ/მ3, აირულში – 0,7714 კგ/მ3.
დუღილის ტემპერატურა –33,35°C.
გამოიყენება აზოტმჟავას, ამონიუმის მარილების, შარდოვანას, სინილური მჟავების, სოდის მისაღებად; წყალში გახსნილი ამიაკი – როგორც თხევადი სასუქი, აგრეთვე მაცივრებში სამუშაო ნივთიერების სახით.