ამიდოსტომოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამიდოსტომოზი - (amidostomosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Amidostomum + ბერძნ. osis დაავადება) – ბატის, იშვიათად იხვის და ზოგიერთი გარეული წყალმცურავი ფრინველის ჰელმინთოზი.

აღმძვრელი, ნემატოდა – Amidostomum anseris (ლათ. anser ბატი) პარაზიტობს კუნთოვანი კუჭის კუტიკულას ქვეშ. გეოჰელმინთი. სხეულის სიგრძე 21 მმ-მდე.მას ფიალასებრი პირის კაფსულა აქვს, რომლის ფსკერზე სამი კბილია. ძირითადად, 3-4 თვემდე ასაკის მოზარდეული ავადობს. ინტენსიური დაინვაზიების დროს მადა დაქვეითებულია ან მთლიანად ქრება. ფრინველი დასუსტებულია, ზანტად მოძრაობს. ჩნდება ქოშინი, გულისცემა გახშირებულია. ფრინველი ძლიერ გამხდარია და ზოგჯერ, კვდება კიდეც.



წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები