ამიერკავკასიის ზაზუნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ამიერკავკასიის ზაზუნა − (Mesocricetus branddti), მღრნელი ზაზუნისებრთა ოჯახიდან. გავრცელებულია ჯავახეთში, ზღვის დონიდან 2800 მ სიმაღლემდე, მშრალ ადგილებში.

ამიერკავკასიის ზაზუნა ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. აქვს 40–50 გრამის ტევადობის ლოყისქვეშა პარკები, რომლებიც იხსნება პირის ღრუში. ამ პარკებით მას საკვები გადააქვს და იკეთებს ზამთრის მარაგს. მრავლდება წელიწადში ორჯერ. თითოეულ ჯერზე შობს 12–15 ნაშიერს.

საქართველოს წითელ წიგნში შეტანილია როგორც იშვიათი სახეობა, რომლებსაც ჯერჯერობით არ ემუქრება გადაშენება, მაგრამ იმდენად მცირეა რაოდენობით, ან იმდენად მცირე ტერიტორიაზე გვხვდება, რომ შესაძლებელია სწრაფად გადაშენდნენ.





წყრო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები